ოზურგეთის საკრებულოს სხდომა, დავით დარჩიამ საკრებულოს ქალი წევრების მიერ, ლიდერ ქალთა პროგრამის წარმატებით დასრულების, ინფორმაციით გახსნა.
საკრებულოს თავმჯდომარემ კოლეგა ქალბატონებს: ლელა საჯაიას, ხათუნა ცერცვაძესა და მაია ზოიძეს, პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათ სერტიფიკატები გადასცა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს.
ცნობად მიიღეს ინფორმაცია, ფრაქცია „ ქართული ოცნება-მწვანეების“ დაშლისა და ახალი ფრაქციის “ ქართული ოცნება-ძლიერი თვითმმართველობისთვის“ შექმნის თაობაზე, რომელიც ბიურომ უკვე დაარეგისტრირა.
დამტკიცდა დადგენილება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის თაობაზე.
სხდომა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ტარიელ აროშიძის განცხადებით დასრულდა. მან, ფრაქციის სახელით ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.
მსგავსი სტატიები