ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ, დავით დარჩიას თავმჯდომარეობით, 4 საკითხზე იმსჯელა.
სამნადტო, საპროცედურო იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ, ბიუროს, ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეების“ დაშლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, იქვე, განიმარტა, რომ საკრებულოში იქმნება ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი თვითმმართველობისთვის“.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა დადგენილების პროექტზე სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ, სამართლებრივი აქტის პროექტის დამტკიცებაზე საკრებულო იმსჯელებს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, სამნადტო, საპროცედურო იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია იმსჯელებს და მორიგ სხდომაზე დასკვნას წარმოადგენს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 26 თებერვალს, 2 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება.
მსგავსი სტატიები