საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინით შეამკეს.
„ ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. 100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუაპციიდან. დღეს, ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა ისევ არის ოკუპაცია, რომელიც მჯერა რომ დროებითია. ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა და გაძლიერებაა. მსურს პატივი მივაგო ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ქვეყნის ერთიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის“- საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია ადმინისტრაციული შენობის წინ.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეებში ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
იუნკერები საქართველოს თავისუფლებისთვის 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ.