ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ამომრჩეველს 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. „ საკრებულოს წევრი უპირველესად ვალდებულია უფლებამოსილება განახორციელოს ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, სრულად და კანონის დაცვით. პირველ რიგში ეს გამოიხატება საკრებულოს სხდომებში მონაწილეობით, საკრებულოს გადაწყვეტილებების მომზადებაში მონაწილეობით, კომისიების, ფრაქციის, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობით, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი მიმართვით, მოქალაქეებთან შეხვედრით, მათი წერილების, წინადადებების, საჩივრების განხილვით და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენით.“ – აღნიშნა გიორგი ღურჯუმელიძემ. თავმჯდომარის მოადგილემ მოქალაქეებს, მის მიერ ინიცირებული საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა იმ სამართლებრივ აქტებზე, რომლის შემუშავებაში გუნდთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი თემები, საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები და დადებითად გადაწყვეტილი საკითხები აისახა საკრებულოს წევრის ანგარიშში. გიორგი ღურჯუმელიძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების შესრულების მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა. ანგარიშის წარდგენას მოქალაქეები პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში ადევნებდნენ თვალს. დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ შეკითხვებს უპასუხა. საკრებულოს წევრის საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.