სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე მოსახლეობასთან შეხვერდებს აგრძელებს.
26 თებერვალს შეხვედრები ლიხაურისა და ჭანიეთის ტერიტორიულ ერთეულებში ჩატარდა.
მერი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან გიორგი ინწკირველთან ერთად ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო.
კენჭისყრის შედეგად ადგილობრივებმა შიდა საუბნო გზების კრიტიკულ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა, კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და წყლის სისტემის მონტაჟი შეარჩიეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა.
კრება-კონსულტაციები მომავალ კვირაში დასრულდება.
#გურია #ოზურგეთი2021 #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2021 #ლიხაური #ჭანიეთი