სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ ბოხვაურსა და დვაბზუში ჩატარდა.
ადგილობრივებმა ოზურგეთის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად 2021 წელს გამოყოფილი თანხის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები დაასახელეს, ესენია: სოფლის ცენტრების რეაბილიტაცია, სასოფლო კლუბის სარემონტო სამუშაოები და სანიაღვრე არხების მოწყობა.
შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
მოსახლეობასთან კრება-კონსულტაციები 15 თებერვალს დაიწყო და 4 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2021
#ბოხვაური #დვაბზუ