ოზურგეთში ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მცირე ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა.
ახალგაზრდული სივრცის არსებობა, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს.
სივრცე გაზაფხულიდან ამოქმედდება, ამისთვის ახალგაზრდობის სააგენტომ ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი