ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი ინწკირველთან ერთად შემოქმედის და მაკვანეთის ტერიტორიულ ერთეულებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
კენჭისყრის შედეგად, ადგილობრივებმა რთულ მონაკვეთებზე რკინა-ბეტონის გზების მოწყობა, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მშენებლობა, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა, სტადიონის და მოსაცდელის შემოღობვა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია შეარჩიეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 1 074 000 ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტი კი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს.
#გურია #ოზურგეთი #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2021 #შემოქმედი #მაკვანეთი