ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლების – ასკანის,მზიანისა და მთისპირის მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, 2020 წელს განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს.
ასკანაში ამბულატორიის რეაბილიტაცია და ცენტრის გამწვანება-კეთილმოწყობა დაიგეგმა, მზიანში – შიდა გზების რეაბილიტაცია, ხოლო მთისპირში შიდა გზებისა და მოსაცდელების მოწყობა.
როგორც კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ასკანისა და მზიანის საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
#გურია #ოზურგეთი2019 #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა