ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში, ორსულებისთვის სისხლში ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიული კვლევების აქცია გაიმართა. აქცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარადჭერით, ბავშვთა სამკურნალო ცენტრისა და მძიმე მეტალების კვლევის ლაბორატორიის მედ პრაიმის მიერ გაიმართა. აქციის ფარგლებში სისხლში ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიული კვლევა ასამდე ორსულს ჩაუტარდა. მსგავსი ღონისძიებები ოზურგეთში სამომავლოდაც იგეგმება. როგორც ბავშვთა სამკურნალო ცენტრის დირექტორმა, საკრებულოს წევრმა დავით მდინარაძემ განმარტა: „სახელმწიფო გეგმავს 7 წლამდე ასაკის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევებს, რასაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდება.