უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი ანასეულის ხილის გადამამუშავებელ საწარმოს და ჩაის ფაბრიკას ესტუმრა.
ელჩს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, გუბერნატორის მოადგილე, გია ებრალიძე, მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი – ალეკო მამეშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მასპინძლობენ.
იგორ დოლგოვი არყის წარმოების პროცესს გაეცნო და ჩაის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.
დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროში.