დღეს უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს შეხვდა.
მხარეები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და კულტურის სფეროების განვითარების მიმართულებით, ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში იგორ დოლგოვი ოზურგეთში მცირე საწარმოებს და კულტურულ ობიექტებს დაათვალიერებს.