უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ოზურგეთში ვიზიტის ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ადგილობრივი ანსამბლების კონცერტს დაესწრო.
იგორ დოლგოვი ოზურგეთში პირველად იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს ეცნობა.