ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 19 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა, რომელიც სოფ. ქვემო ნატანებში რკინიგზის სადგურთან მე-15 ქუჩისა და სოფ. გურიანთაში თ. ჭიტაძის უბანში ქუჩების რეაბილიტაციას ეხება.
ასევე, დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“; და ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში, ჟღენტის ქუჩა N4-ში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულებების მისაღებად.
ცვლილება შევიდა შემდეგ ნორმატიულ აქტში ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ.“
საკრებულომ მოისმინა, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშები, რომლებიც მიღებულ იქნა ცნობად.