ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 6 საკითხზე იმსჯელა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტი: დაბა ურეკში მდებარე გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის ნაწილისა და მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,დავით სარაჯიშვილის“ სახელის მინიჭების შესახებ და სოფელ კონჭკათში მდებარე N13 ქუჩისათვის ,,რამიკო აროშიძის“ სახელის მინიჭების თაობაზე. სხდომაზე, ასევე, მოისმენენ საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტებს: მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე.
მსგავსი სტატიები