ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კონჭკათის, დაბა ნასაკრალის, გურიანთის და ჭანიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და დადებითი დასკვნა შეიმუშავეს.
აგრარულ საკითხა კომისიის წევრები გაეცნენ დადგენილების პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ, რომელიც საკრებულოს მორიგ სხდომაზ წარდგენილი იქნება განხილვისა და საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე დაყენების მიზნით.
ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა იმსჯელეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“- განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გელა ჩავლეშვილმა, კომისიის წევრებს გააცნო ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული საიჯარო ქირის ამოღების მდგომარეობის შესახებ.