ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების, ასევე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრქტურის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს და იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის N 17 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის N28 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნული საკითხები წარდგენილ იქნას საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
აგრარულ საკითხთა კომისიის წევრები გაეცნენ პროექტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რაზედაც დადებითი დასკვნა შეიმუშავეს.