ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრქტურის კომისიების ერთობლივ სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა ცნობად.
ინფრასტრუქტურის კომისიის წევრები გაეცნენ ინფორმაციას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 6-თვეში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ და ცნობად მიიღეს.
აგრარულ საკითხთა კომისიის წევრებმა მოისმინეს, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაცია განსახორციელებელი პროგრამების შესახებ, რომელზედაც დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და ცნობად მიიღეს.