ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრები გაეცნენ და ინფორმაცია მოისმინეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ და მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნული განკარგულების პროექტი წარდგენილ იქნას საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.