თბილისობა გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა – თბილისობის დღესასწაულს გურია შეუერთდა.
მუზეუმში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, მეწარმეთა პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; პერფორმანსი – გურული სუფრის, სტუმრის გადაპატიჟებისა და ლხინის ინსცენირება; გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
კულინარიულ პროექტ “სამზარეულოს ომებში” გამარჯვებულმა – ოზურგეთელმა მარიამ და დამიანე გორდელაძეებმა, გურული კერძების მასტერკლასი წარმოადგინეს.
ღონისძიებას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძესთან ერთად დაესწრო.