შეხვედრა სოფელ ძიმითში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის მიმართულებით, არასამთავრობო სექტორთან პარტნიორობით, კიდევ ერთი ახალი ინსტრუმენტი დაინერგება.
სმარტ ეკრანების შესახებ, რომლებზედაც საჯარო და მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციები განთავსდება, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, ამჯერად, ძიმითის მოსახლეობას ესაუბრა. ამასთან ერთად ყველა იმ მექანიზმზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მონაწილეობას უზრუნველყოფს. ესენია: ელექტრონული პეტიცია, სმს სისტემა, სხდომების პირდაპირი ტრანსლირება და სხვა. მანვე ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურობისაკენ მოუწოდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, “თვითმმართველობა განათლებისათვის” ფარგლებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიას, საჯარო მმართველობის მიმართულებით აგრძელებს.
შეხვედრას ძიმითში საკრებულოს წევრები, აპარატის უფროსი და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები