ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკა-განკარგულება დამტკიცდა.

ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეფორმა იწყება. ოზურგეთის მერიის მიერ წარმოდგენილ განკარგულების პროექტს ა(ა)იპ „პარკირების მართვის ცენტრი“-ს ლიკვიდაციის მიზანშეწონილობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე, საკრებულომ, დღეს, მხარი დაუჭირა.
როგორც სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაა.
„ რეფორმა ემსახურება პარკირების სისტემის გაუმჯობესებას, მოწესრიგებული, კომფორტული და ხელმისაწვდომი პარკირების ადგილების შექმნას. დღეს ჩვენ მმართველობის ფორმას ვიხილავთ, გეგმას დ ხედვას კი დეტალურად წარუდგენთ საზოგადოებას, საკრებულოს და ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე“.
საკითხთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს საკრებულოს სამივე ფრაქციის წარმომადგენლებმა. დადებითი დასკვნა წარმოადგინა დარგობრივმა კომისიამ.
განკარგულება საკრებულომ დაამტკიცა.

მსგავსი სტატიები