OGP – ის ყოველთვიური გაზეთის ახალ ნომერში ადგილობრივი რეფორმატორების შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე, რომელიც ამავდროულად OGP ადგილობრივი პროგრამის საკონტაქტო პირია, საუბრობს მიღებულ გამოცდილებაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და საჯარო უწყებების წარმატებულ თანამშრომლობაზე, ღია მმართველობის გაძლიერებაზე, გადაწყვეტილების მიღების ინოვაციური და გამჭირვალე სისტემების შექმნასა და იმ გრძელვადიან ცვლილებებზე, რომლის შედეგადაც ოზურგეთი განიხილება, როგორც რეფორმატორი.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ერთ-ერთი პირველი თვითმმართველობა საქართველოდან, რომელმაც წარმოადგინა დამოუკიდებელი OGP ადგილობრივი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, როგორც ადგილობრივი ღია მმართველობის მოდელი. მე ვმუშაობ ადგილობრივ რეფორმატორთა გუნდთან, რათა გავაძლიეროთ ღია მმართველობა ადგილობრივ დონეზე, შევქმნათ გამჭვირვალე სისტემები ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებისთვის და საბოლოო ჯამში, სწრაფად და ეფექტურად ვუპასუხოთ მოქალაქეების საჭიროებებს.“- ნანა თავდუმაძე
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად გასულ წელს აირჩიეს. 112 განაცხადიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შესარჩევმა კომისიამ 56 წევრი აირჩია, რომლებიც 32 ქვეყნის 64 ადგილობრივ თვითმმართველობას აერთიანებს. აღნიშნული OGP- ის ისტორიაში თვითმმართველობების ჩართულობის ყველაზე მასშტაბური გაფართოება
ღია მმართველობა პარტნიორობის წევრებია: 78 ქვეყანა, 150- ზე მეტი მთავრობა, ასევე, ადგილობრიივი თვთმართველობების მზარდი რაოდენობა, რომლებიც წარმოადგენს ორ მილიარდზე მეტ ადამიანს, 3000 – ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას ყველა კონტინენტზე.

მსგავსი სტატიები