OGP LOCAL – ის პროგრამის უფროსი ოფიცერი ბრიუსელიდან – ხოსე მარია მარინი დღეს სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ურუშაძეს, მერის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს ქეთევან ვასაძეს და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ღია მმართველობის მნიშვნელობაზე, OGP LOCAL-ის პროგრამაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩართულობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად 2020 წელს აირჩიეს.
OGP-ში გაწევრიანებით ოზურგეთი შეუერთდა გლობალურ მოძრაობას, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების განმტკიცებას.
ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შერჩევის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.