ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლები, დღეს, ვებინარში: “აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ღია მმართველობის საკითხების მიმოხილვის შესახებ”, ჩაერთნენ.
ვებინარი OGP Local-ის გაცნობითი შეხვედრების სერიის ნაწილია და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ღია მმართველობის მდგომარეობა რეგიონში, პროცესის წამყვანი აქტორები, პარტნიორობის შესაძლებლობები, კარგი პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება.
ონლაინ შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს აპარატის უფროსთან და საჯარო მოხელეებთან ერთად დაესწრო.
OGP Local-ის სამუშაო შეხვედრები სამომავლოდაც დაიგეგმა, სადაც დონორებთან ერთად, ღია მმართველობის ადგილობრივი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესსა და მუნიციპალიტეტების საჭიროებებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს.
OGP -ში გაწევრიანებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა გლობალურ მოძრაობას, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას.
პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და დანერგონ სიახლეები ადგილობრივ დონეზე.
მსგავსი სტატიები