ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2022 წელს განსახორციელებლი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე იმსჯელა.
განკარგულების ორი პროექტი საკრებულოს დღის წესრიგში აისახა.
საკრებულო შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას:
ოზურგეთში, სოფ. ხრიალეთში სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები;
ქალაქ ოზურგეთში მალაზონიას ქუჩის დარჩენილი მონაკვეთისა და ბაქრაძის ქუჩების რეაბილიტაცია;
ქალაქ ოზურგეთში ნინოშვილის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის და მოსკოვის ქუჩის რეაბილიტაცია;
ქალაქ ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის და კეთილმოწყობის სამუშაოები;
ნატანების მე-12 ბრიგადაში წყალომარაგების ქსელის მშენებლობა;
საკრებულოს სხდომა 2022 წლის 3 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება.