ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
საკრებულოს წევრებმა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ;
მერს თანხმობა მიეცა დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში ბულვარის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შექმნილი ქონების, ასევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.
ცვლილება შევიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში, ასევე მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულებასა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-თ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინა და ცნობად მიიღო.
სრულად სამართლებრივი აქტები იხილეთ ვებ გვერდზე.