ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას აქტიურად მიმდინარეობს.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი სამუშაო, ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. პროგრამის ბენეფიციარს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი, გარანტირებულად შეუნარჩუნდება.
სოციალურად დაუცველი პირების სამუშაო პროცესს, დაბა ნასაკირალში ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე გაეცნო.