ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
პროექტის მიხედვით 2023 წლის ბიუჯეტი 33 649.0 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება.
ყურადღება გამახვილდა დარგობრივი კომისიის მიკუთვნებულ საკითხებზე, ხოლო პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრების კითხვებს ვრცლად მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა უპასუხა.
პროექტის მიხედვით იფრასტრუქტურის განვითარება შეადგენს – 7 040,0 ათას ლარს;
კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განხილვის შემდეგ, გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების შესაბამისად კორექტირების მიზნით, დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტის მერიას.
მსგავსი სტატიები