ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა დარგობრივი კომისიას მიკუთვნებულ საკითხების მიხედვით, პრიორიტეტებსა და პარამეტრებზე.
პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 37725,0 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდება. პროექტთან დაკავშირებით, ვრცლად კომისიის წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომდგენლები პასუხობდნენ.
კომისიის მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციბი დასკვნაში აისახა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.
ასევე, განათლების კომისიის წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ცხრა თვის ანგარიში.