ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება.
ამჟერად, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის წევრებმა მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე იმსჯელეს.
სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე. აგრეთვე, აღინიშნა, რომ პროექტი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არის წარმოდგენილი.
მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 41 მილიონ 130 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდება.
კომისიის წევრების მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები დასკვნაში აისახება და ის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საკრებულოს წევრების შეკითხვებს ვრცლად მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ.