ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 653 757 ლარით დაფინანსდა.

გზის რეაბილიტაციის პროცესს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

„ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის – კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვასრულებთ. გზის ახალ საფართან ერთად, რომლის სიგრძეც 1.5 კილომეტრია – წყალმომარაგების ახალ სისტემას, კომუნიკაციებს, განათებას და ტროტუარებს, ასევე, მგზავრთა ახალ მოსაცდელებს ვაკეთებთ. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

     

 

 

მსგავსი სტატიები