საჯარო კონსულტაციები „CivicLab“-ის მეთოდოლოგიის გამოყენებით

🔵 ოზურგეთის ტექნოპარკში ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული ინოვაციური საკონსულტაციო მეთოდოლოგიის „CivicLab“-ის გამოყენებით საჯარო კონსულტაციები გაიმართა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2023-2025 წლების ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ჩატარდა.

✅ კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ დარეგისტრირდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის, განათლების, კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაგან შერჩეულ იქნა 30 მონაწილე.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა ოზურგეთის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.

💬 „სისტემატიზებულ და დროში განსაზღვრული საჯარო კონსულტაციის ციფრული მოდელი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამდენად, ჩვენ მზად ვართ სამოქმედო გეგმის ფორმირებისთვის მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის ანალიტიკური ანგარიში, რომელსაც ევროპის საბჭოს ექსპერტები წარმოადგენენ. მადლობა მონაწილეებს აქტიურობისთვის და ჩართულობისთვის, ხოლო ევროპის საბჭოს – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივის მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნა, გიორგი ღურჯუმელიძემ.

💬 თემაზე, OGP-ის კონტექსტის მიმოხილვა: რა არის ღია მმართველობის პარტნიორობა და რა გამოცდილება აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – შეხვედრის მოდერატორმა, საკრებულოს აპარატის უფროსმა და ღია მმართველობა ადგილობრივი პროგრამის კოორდინატორმა ნანა თავდუმაძემ ისაუბრა.

საჯარო კონსულტაციების ინოვაციური ინსტრუმენტი „CivicLab“-ი დაინტერესებულ მხარეებს და მოქალაქეებს შორის კონსტრუქციული და ეფექტური დიალოგისთვის შეიქმნა.

🔹 სამოქალაქო ლაბორატორიის მონაწილეებმა სამი თემატური მიმართულებით: ანტიკორუფციული, საჯარო ფინანსები და მომსახურების მიწოდება, სტრუქტურირებული მიდგომით შეიმუშავეს წინადადებები და ჩამოაყალიბენ შესაბამისი გადაწყვეტილებები. საჯარო კონსულტაციების შედეგები აისახება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ღია მმართველობის პარტნიორობის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმაში.

    

მსგავსი სტატიები