ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ბიუჯეტი 34მილიონ 480 ათასი ლარით განისაზღვრა და ის გასული წლის ბიუჯეტთან შედარები 6მილიონ 666 ათასი ლარით მეტია.
ბიუჯეტი შემდეგ პრიორიტეტებში გადანაწილდა:
ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა განისაზღვრა;
განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ;
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
ბიუჯეტთან დაკავშირებით დადებითი დასკვნები წარმოადგინეს ხუთმა დარგობრივმა კომისიამ და ფრაქცია ,, ქართულმა ოცნებამ’’.
ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ 2 წევრმა, ხოლო ბიუჯეტის დამტკიცებას ბოიკოტი გამოუცხადა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”.
2023 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.
მსგავსი სტატიები