საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს.
დამტკიცდა 2023 წლის ბიუჯეტი.
ცვლილება შევიდა 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში, მიმდინარე წლის ბიუჯეტმა თითქმის 67 მილიონს მიაღწია.
საკრებულომ მიიღო ნორმატიული აქტი: მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ; მერიის, საკრებულოს თანამდებობის პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“;
საკრებულომ მიიღო განკარგულებები: მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ გადაცემის თაობაზე.