#ახალიწლისდღეები – ოზურგეთი
ძვირფასო თანამოქალაქეებო და სტუმრებო, 24 დეკემბერს, ქალაქ ოზურგეთში 14:00 საათიდან, გელით თეატრის მიმდებარედ, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებებზე.
პროგრამა:
14:00 – 20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კვების ობიექტები, გლინტვეინი, ტკბილეული
14:00 – 20:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
16:00 – 17:00 – პატარების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
15:30 – 17:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
19:00 – მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება
18:30 – 20:00 – ირინა ბაირამაშვილი და დათო ლონდარიძე
20:00 – 21:00 – ჯგუფი ‘’გუფი ლენდი ‘’
21:00 – საზეიმო ფოიერვერკი
ოზურგეთის მერია გილოცავთ დამდეგ 2023 წელს!