ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიურომ 14 საკითხზე იმსჯელა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დადგენილების პროექტები: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის შესახებ“; ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის თაობაზე”.
აგრეთვე, ბიუროს წევრებმა იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლებიც შემდეგ ნორმატიულ აქტებში იგეგმება: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“; ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე“.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა განკარგულების პროექტები: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ;“ და ,,საკრებულოს 2023 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების თაობაზე.”
ბიურომ საკრებულოს დარგობრივი კომისიების 2023 წლის სამუშაო გეგმები დაამტკიცა და ცნობად მიიღო პეტიცია, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერის ,, მამული, ენა, სარწმუნოება“ – დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მსგავსი სტატიები