დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 35 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2023 წლის 27 მარტი, 15:00 საათი, სოფ. მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
საჯარო განხილვისთვის
სკოპინგის ანგარიში
წერილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს (ბახვის ეგხ)
განცხადება