ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს. დეტალურად იმსჯელეს გასული წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით განხორციელებულ ღონისძიებებსა და ბიუჯეტის პარამეტრეზე.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საზოგადოებრივი დარბაზის წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ. სხდომას ადგილობრივი არასმათავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები, საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, განკარგულების პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ, განხილვა-დამტკიცების მიზნით.
მსგავსი სტატიები