ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა გრძელდება.
დღეს, მუნიციპალიტეტის და USAID-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ექსპერტმა რამაზ ბოლქვაძემ საკრებულოს წევრებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს, პროგრამულ ჭრილში, 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მიღწევებზე.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯაროობა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა.
მსგავსი სტატიები