ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა დაიწყო.
დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, კულტრის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიებმა წლიურ ანგარიშზე იმსჯელეს, სადაც განხილვის ძირითადი საგანი 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრები და შესრულების მაჩვენებლები გახდა.
საკრებულოს წევრების შეკითხვებს, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ.
ასევე, სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერიისა და USAID-ის ერთობლივი პროექტის ექსპერტი, რომელმაც 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებაში დანერგილ სიახლებსა და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლებელი გახდა ერთობლივი პროექტის განხორციელებით, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის დაგეგმარებაში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე.
ვრცლად ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში იხილეთ: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=3350
კომისიებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნული პროექტის წარდგენა ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.