ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა გრძელდება.
საკრებულოს აგრარულ საკითხთა და ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების საკითხების და სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს და დასკვნები დაამტკიცეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2023 წლის ბიუჯეტი 34480,0 ათას ლარს შეადგენს.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კომისიების ფუნქციების და შესაბამისი დარგების დაფინანსებაზე. საკრებულოს წევრების შეკითხვებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა უპასუხა.
კომისიებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის, კორექტირებული პროექტი წარდგენილ იქნას საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
ბიუჯეტის პროექტი იხილეთ აქ: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=15908