ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ზრდა 4 845 737,09 ლარით იგეგმება.
მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ცვლილების პროექტი დარგობრივმა კომისიებმა განიხილეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მიმდინარე პერიოდისთვის განისაზღვრება 75 119,3 ათასი ლარით.
კომისიების წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ პროექტი წარდგენილ იქნას საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 30 ოქტომბერს 14 საათზე გაიმართება.
მსგავსი სტატიები