2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიების მთავარი განსახილველი საკითხი იყო.
წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდა გადასახდელებისა და შემოსავლების ნაწილში 2023 წლის კორექტირებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით 7316,2 ათასი ლარით იგეგმება.
ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მიმდინარე პერიოდისთვის 70273,5 ათასი ლარით განისაზღვრება.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკრებულოს წევრების შეკითხვებს, მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ.
საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის საკრებულოს სხდომაზე წარდგენა, განხილვა-დამტკიცების მიზნით.
აგრეთვე, კომისიებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს ,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწიენბული ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტზე.
მსგავსი სტატიები