ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება.
ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე აგრარულ საკითხთა, ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების საკითხებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიებმა იმსჯელეს.
კომისიებმა ცვლილების პროექტის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცება.
საკრებულოს მიერ ცვლილებების დამტკიცების შედეგად ბიუჯეტი 70273,5 ათასი ლარით განისაზღვრება.
აგრეთვე, აგრარულ საკითხთა კომისიამ დადებითი დასკვნა შეიმუშავა „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანია“-სთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“, განკარგულების პროექტის თაობაზე.
ინფრასტრუქტურის კომისიის დადებითი გადაწყვეტილება აისახა დასკვნაში, შენდეგი დადგენილების პროექტის თაობაზე: ,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწიენბული ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“.
მსგავსი სტატიები