ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
ცვლილების პროექტი განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ განიხილა. როგორც სხდომაზე აღინიშნა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მიმდინარე პერიოდისთვის განისაზღვრება 70273,5 ათასი ლარით.
საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ პროექტი წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
დარგობრივი კომისიების სხდომები მთელი დღის განმავლობაში გაგრძლედება.
მსგავსი სტატიები