ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილება იგეგმება. დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივმა კომისიებმა 2024 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები 4 350 811 ლარით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ დამტკიცებული 73 758,0 ათასი ლარის ნაცვლად, ბიუჯეტი 78 108,8 ათასი ლარით განისაზღვრება.
საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, აღნიშნული პროექტის წარდგენა საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
აგრეთვე, კომისიების წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა: ,,
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“ და და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკი 2-ის ტერიტორიაზე ტურისტულ-დასასვენებელი სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, ინიცირების თაობაზე.“ სხდომაზე ცნობად მიღების მიზნით მოისმენენ და განიხილავენ ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების შეგროვების და გატანის მდგომარეობას.“
მსგავსი სტატიები