ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
კომისიების წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა: მუნიციპალიტეტის „მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ და ქ. ოზურგეთში, ე. ნინოშვილის ქუჩაზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების თაობაზე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს და ცნობად მიიღეს მუნიციპალიტეტის 2023 წლის აგვისტოს თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
ასევე, განათლების კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს საკრებულოს სხდომაზე განხილვა, ინფორმაციის 2022-2023 წლის 9 თვის მდგომარეობით ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების დახმარების და პროგრამის შესრულების შესახებ.