გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც მსოფლიო რაგბის გრანტის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის მიზანია გურიის რეგიონში რაგბში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, განსაკუთრებით 11 დან 13 წლამდე მოზარდების, რომლებიც შემდგომში განავითარებენ საკლუბო რაგბს.
შეხვედრას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
მსგავსი სტატიები