საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც მსოფლიო რაგბის გრანტის ფარგლებში ხორციელდება.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, რაგბის კავშირის გამგეობის წევრი გია კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.